ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტის მცდელობა ცხინვალში



„მუდმივად იმას გვსაყვედურობენ, რომ აქციებს რესპუბლიკის გარეთ ვაწყობთ და ამიტომ უფლება არ გვაქვს თავი

ოპოზიციურ ძალად წარმოვადგინოთ. სწორედ ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება გადავადგილებულიყავით ცხინვალში და გვემოქმედა ადგილზე“ ეს სიტყვები ეკუთვნის ახსარ ყოჩიევს, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ამჟამად კი ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერს. თუმცა აქცია, რომლის ჩატარებისთვის კოკოითის, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოპოზიცია ემზადებოდა ცხინვალში, ჩაიშალა.

დე–ფაქტო ხელიუსფლება იმისთვის, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია არ შემდგარიყო, საგანგებოდ მოემზადა. ამ დროისთვის ჩაკეტილი იყო როკის გვირაბიც და მობილიზებული იყვნენ სპეციალური შეიარაღრებული დანაყოფებიც. შეკრება, როგორც ასეთი, კოკოითის ხელისუფლებამ იდეაშიც ვერ დაუშვა. დე–ფაქტო ხელისუფლებამ

არ დააკმაყოფილა განცხადებაც, რომელიც ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ შევიდა და რომლითაც ოპოზიცია მიტინგის ჩატარების ოფიციალურ ნებართვას ითხოვდა. მასზე უარი დე–ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ განმცხადებლებს შორის კონკრეტული პირები არ ჩანდნენ.

ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის არსებობის მანძილზე, ეს პირველი შემთხვევაა, რაც საპროტესტო მიტინგის ჩატარების სურვილი გაჩნდა საზოგადოებაში და მისი განხორციელების გზების ძიება რეალურად დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მცდელობა შედგა, რადგან ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე 150 ადამიანი შეიკრიბა 20 მარტს, თუმცა, მათი თავყრილობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ოპოზიცია რამდენიმეათასიანი მიტინგის შეკრებას გეგმავდა იმის გათვალისწინებით, რომ ცხინვალში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ხელისუფლება არ მოწონს. მათ შორის არიან ომის დროს უსახლკაროდ დარჩენილებიც, რომელთა უმეტესობა ჯერაც კარვებში ათევს ღამეს.

სტრატეგიული კვლევებისა და ურთიერთობების ცენტრის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ პროტესტის საფუძველი საზოგადოებას, რომელიც ცხინვალში ცხოვრობს, საკმარისზე მეტი აქვს.

რამდენად შეიძლება დღეს ცხინვალში ოპოზიციის არსებობსაზე საუბარი? ესაა მხოლოდ მოსკოვში კოკოითის მფარველებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების ანალოგი თუ უფრო მეტი, რასაც შეიძლება სამოქალაქო საზოგადიების

ჩამოყალიბების პროცესის დასაწყისი ეწოდოს?

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვითარება, რაც დღეს სამხრეთ ოსეთშია შექმნილი, ნაკლებად ქმნის მოტივაციას სამოქალაქო საზოგადოებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ცხინვალში კოკოითსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების საფუძველს წარმოადგენს არა იდეები და

პოლიტიკური ხედვა, არამდედ მხოლოდ და მხოლოდ თანხის გადანაწილების, განკარგვის დეტალები. იქ ოპონენტები ერთმანეთს არ ედავებიან სახელმწიფოს კურსის თაობაზე, რუსეთის როლზე და სხვა. პოზიციაც და ოპოზიციაც თანხმდება, რომ ეს არაა სადავო საგანი. ამის გამო, ექსპერტი ამბობს, რომ ცხინვალი ჩაკეტილი სივრცეა და სამოქალაქო პროცესების განვითარებაზე საუბარი აქ ნაადრევია.

რამდენიმე კვირის წინ საპროტესტო აქციამდე, ცხინვალში ჟურნალისტი, გაზეთ „პოზიციის“ რედაქტორი დააპატიმრეს, რომელიც ამჟამადაც საპყრობილეში იმყოფება.


XS
SM
MD
LG