ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მათიას იორში თბილისშია


სამდღიანი სამუშაო ვიზიტით დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მათიას იორში და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში მათ რამდენიმე შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.

მათ შორის პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს წარმომადგენელთან საქართველოში, ბორის ვოდზთან.

იორში და ისლამი უკვე შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს..

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ნიკა ლალიაშვილი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია და აგრეთვე ლევან გაჩეჩილაძე აცხადებენ.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდოამრე ეკა სირაძე და ჟურნალისტი ია ნათაძე შეხვედრის შემდეგ აღნიშნავდნენ.

მათიას იორში ასევე ცესკოს თავჯდომარეს და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ. გაწერილ შეხვედრათა გრაფიკში წინასწარი ინფორმაციით მოხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ჭანტურია.

იორში და ისლამი შეხვედრებს მინისტრებთანაც გამართავენ. მათ შორის კობა სუბელიანთან და თემურ იაკობაშვილთან. იგეგმება შეხვედრა გიორგი ტუღუშთან,საქართველოს სახალხო დამცველთან.

24 მარტამდე, საქართველოს დატოვებამდე იორში და ისლამი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდებიან.


XS
SM
MD
LG