ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კონგრესმა ჯანდაცვის რეფორმის კანონი მიიღო



შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის რეფორმის კანონი მიიღო.

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ჯანდაცვის რეფორმის კანონი მიიღო, რაც პრეზიდენტი ობამას საშინაო პოლიტიკის კურსის დიდ გამარჯვებად ითვლება. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 219 ტით 212 ხმის წინააღმდეგ მიიღო. კონგრესის წევრმა რესპუბლიკელებმა ერთხმად უარყვეს კანონი. აღსანიშნავია, რომ რეფორმის წინააღმდეგ ხმა ოცდათოთხმეტმა დემოკრატმაც მისცა. ობამა მიესალმა კანონპროექტის მიღებას. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ როგორც ჩანს სამედიცინო დაზღვევის არმქონეთა ლოცვამ გაჭრა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ამჟამად დაზღვევის გარეშე ოცდათორმეტი ათასი ადამიანია დარჩენილი. რეფორმის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ კანონი სადაზღვევო სისტემას მთავრობვის კონტროლის ქვეშ მოაქცევს და მის ღირებულებასაც გაზრდის.

XS
SM
MD
LG