ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ისრაელს არწმუნებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ისრაელს არწმუნებს იმაში, რომ ამერიკის მიერ დასახული ამოცანა უსაფრთხოებასა და ქვეყნის მომავალთან დაკავიშრებით კვლავ ურყევი და მტკიცეა.

ეს განცხადება ქალბატონმა კლინტონმა, დღეს ვაშინგტონში, ისრაელის ლობისტური ჯგუფის -ამერიკა ისრაელის საზოგადოებრივი საქმიანობის კომიტეტის ყოველწლიურ შეკრებაზე გააკეთა. ყრილობის ათასამდე დელეგატის წინაშე სიტყვით ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუც გამოვა,რომელიც მანამდე სახელმწიფო მდივანს აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთა მიერ დაწყებული ახალი მშენებლობების საკითხზე ესაუბრება.

XS
SM
MD
LG