ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ავიახაზების თანამშრომლები გაიფიცნენ


ბრიტანეთის ავიახაზების დაახლოებით 11 ათასმა თანამშრომელმა შაბათს გაფიცვა დაიწყო. გაფიცვა მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას მოჰყვა შედეგად, რომელსაც ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა პროფკავშირებთან აწარმოებდა. წინასწარი გათვლებით, ეს საპროტესტო აქცია ბრიტანეთის ავიახაზებს მილიონობით დოლარი დაუჯდება.

ავიახაზების ხეკლმძღვანელობა და პროფკავშირები ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ავიაკომპანია დანახარჯების შემცირებას ცდილობს პროფკავშირი კი ამბობს, რომ კომპანიის მომსახურების მოდერნიზების მიზნით ნახევარზე მეტი დაუთმეს ავიახაზებს და მეტ დათმობებზე წასვლას არ აპირებენ.

შაბათს ბრიტანეთის ავიახაზების უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ვილი ვოლშმა მგზავრების საყურადღებოდ ბოდიშის წერილი ინტერნეტით გამოაქვეყნა.

"ძალიან ვწუხვარ. დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა ბრიტანეთის ავიახაზებს და მე უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. "


თუმცა ამ განცხადების გულახდილობას პროფკავშირის უფროსი, ტონი ვუდლი სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე ყველა უარს იტყოდა.

„ის რაც ბრიტანეთის ავიახაზებმა გააკეთა მიუღებელია, რადგანაც მათ ის პირობები შემოგვიტრიალეს უკან, რომელზეც გასულ კვირას ჩვენ უარი ვთქვით. ამ პირობების ჩვენი წევრებისთვის შეთავაზება შეუძლებელია. მე უაღრესაც იმედგაცრუებული ვარ.“

ბატონი ვუდლის თქმით, ავიაკომპანია ცდილობს ისეთი პოზიცია დაიჭიროს, რომელიც პროფკავშირს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ყველაფერი მხოლოდ თავის სასარგებლოდ უნდა:

"ჩემი აზირით ეს ბატონი ვოლშის მიერ კიდევ ერთი კლასიკური დადასტურება იმისა, რომ იმის ნაცვლად, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, მას ჩვენს წევრებთან ბრძოლა სურს."

ბრიტანეთის ავიახაზები 2010 წელს დანახარჯების შემცირებას აპირებს და გამომდინარე აქედან, დაახლოებით 3000 თანამშრომელი სურს ნახევარ განაკვეთზე გადაიყვანოს და გრძელ რეისებზე კი ეკიპაჟის წევრების რაოდენობა 15-დან 14-მდე შეამციროს.

ამ ფონზე, გაფიცული ეკოპაჟის წევრი ათასობით თანამშრომელი იმედოვნებს, რომ უთანხმოება მალე გადაწყდება და ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. მაგრამ, ბრიტანეთის ავიახაზებმა ეკიპაჟის წევრების შემცვლელი დროებითი თანამშრომლების წვრთნა უკვე დაიწყო ახლანდელი თანამშრომლების პასუხისმგებლობების შესასრულებლად.

„ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. სიტუაცია ამჟამად ძალიან დაძაბულია და სწორედ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება ასეთ დროს. არავის სურს გაფიცვა და ეს არავის უმარტავს ხელს, მაგრამ რადგან ერთხელ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება, ჩვენს პოზიციაზე უცვლელად ვიდგებით და ჩვენს პროფკავშირსაც ბოლომდე დავუჭერთ მხარს.“


ბრიტანეთის ავიახაზებმა უკვე 1000ზე რეისი გააუქმა.სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის თანამშრომლები მთელს მსოფლიოში მათ შორის ამერიკაში, გერმანიაში ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებს და მზად არიან ბრიტანელ კოლეგებს დახმარება მხარდაჭერის გამოცხადებით გაუწიონ.



XS
SM
MD
LG