ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ირანელებს ახალ წელს ულოცავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანელ ხალხს მიმართა და ნოვრუზ ბაირამი, სპარსული ახალი წელი მიულოცა.
ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო მინართვაში, რომელიც გუშინ გვიან ღამით გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ის მზადაა დიალოგისთვის, თუმცა ირანის ხელისუფლება უარს ამბობს ამაზე და ქვეყნის იზოლაციას იწვევს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ის საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულებინოს, რომლების თეირანმა იკისრა საერთაშორიოს საზოგადოების წინაშე. ამაში ქვეყნის ბირთვული პროგრამის დეტალებისა და დანიშნულების გამჟღავნება შედის.

მოგეხსენებათ, შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის შემუშავების მცდელობაში ადანაშაულებენ, ირანი კი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამ მხოლოდ მშვიდობიანი დანიშნულებისაა.


XS
SM
MD
LG