ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა  ისლამსა და დასავლეთს შორის


დაძაბულობა ისლამსა და დასავლეთს შორის ხშირია.

როდესაც დანიურმა გაზეთმა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები დაბეჭდა-ან როდესაც გოგონები ევროპის სკოლებში თავსაფრებით მივიდნენ, ან შვეიცარიში ახალი მინარეთების მშენებლობის აკრძალვა.

ერაყისა და ავღანეთის ომებმა მუსლიმანურ სამყაროსთან ამერიკის ურთიერთობის დაძაბვას ხელი შეუწყო. გასულ წელს პრეზიდენტი ობამა ქაიროში სიტუაციის განსამუხტად ჩავიდა.

ის მუსლიმებს ტრადიციულად მიესალმა და ასევე დასძინა რომ მართალია ის ქრისტიანია, მაგრამ მამის მხრიდან მის ოჯახში ბევრი თაობა მუსლიმი იყო.

“მე აქ ამერიკასა და მუსლიმანურ სამყაროს შორის ახალი ურთიერთობის დასაწყებად ვარ.”

მან განაცხადა, რომ ამერიკას ისლამთან ომი არ სურს, ის დასავლეთსა და ისლამს შორის ექსტრემისტების მხრიდან ძალადობის წინააღდმეგია.დაძაბულობა შორეულ ჯვაროსნულ ლაშქრობებამდე მიდის, როდესაც ქრისტისანული არმია მუსლიმთა წმიდნა მიწაზე შეიჭრა.
თუმცა იყო ჰარმონიული თანაცხოვრების დროც, მაგალითად შუა საუკუნეების ესპანეთი."

11 სექტემბრის შემდეგ, ორ ცივილიზაციას შორის ახალი ხიდების გადების აუცილებლობა კვლავ დადგა.
ახლახანს სუნიტი და შიიტი სასულიერო პირები ქრისტიან კოლეგებს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში შეხვდნენ.
ქაიროს ალ აზარის უნივერსიტეტის პროფესორ აჰმად ელ ტაყიების თქმით, პრეზიდენტ ობამას გამოსვლა ამ დღეს მნიშვნელოვანი იყო.

“მე იქ გახლდით და წარმოთქმული სიტყვაც ძალიან მომეწონა, მაგრამ კვლავ პრაქტიკული შედეგების მოლოდინში ვართ.”
მისი თქმით, ამერიკამ ისრაელის მხარე არ უდნა დაიჭიროს და მუსულმანურ ქვეყნებთან არ უდნა იომოს.

ფოუად აჟამი ვაშინგტონის, საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტში ახლო აღმოსავლეთის კურსს უძღვება.:

“ ვფიქრობ პრეზიდენტ ობამას მიერ წამოჭრილი ბევრი საკითხი, სავსებით ლეგიტიმურია. მაგრამ თავსი დროზე მან შეპირებები გადაამეტა და რეალობას ახლა დაუბრუნდა.”

აჟამის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს ბევრი რამის გაკეთების ძალა შესწევს. საქმე მხოლოდ ისლამში არ არის. თუმცა მისი ვალი ადვილი არ არის. თავად ამერიკაში, მუსლიმური სამყაროს მიმართ კეთილგანწყობის გამო, ის ხშირად კრიტიკის საგანი ხდება.

თუმცა მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი იმეორებს, რომ მისი ქვეყანა ყველა რელიგიის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვისაა.

“ჩვენს ქვეყანაში 7 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, რომლებსაც კარგი შემოსავალი და განათლების მაღალი დონე აქვთ და შეიძლება ამით უფრო მეტად პრივილეგირებულები არიან, ვიდრე დანარჩენი ამერიკელეიბი. “

ყოველ პარასკევს, ისლამურ კულტურულ ცენტრში, ვაშინგტონის ცენტრში ღვთისმსახურებას ასობით მუსლიმი ესწრება.

ბევრი მათგანი ახლო მდებარე საელჩოებიდან მოსული, დილომატია, მაგრამ უმრავლესობა ათწლეულების მანძილზე ამერიკაში ცხოვრობს. მათ ობამას გზავნილის კვლავ სჯერათ.

“ სწრაფად ვერაფერი გაკეთდება. ყველაფერი კარგად იქნება. ადვილი არ არის, საქმის დალაგებას დრო ჭირდება.”

ინდონეზიაში ვიზიტისას, რომელიც სავარაუდოდ ივნისისთვის გადაიდო, პრეზიდნეტ ობამას კიდევ ექნება მუსლიმანური სამყაროსთვის მიმართვის საშუალება. ეს ადგილი მისთვის ნაცნობია, ობამა ბავშვობაში ჯაკარტაში ცხოვრობდა. ასე რომ მას კიდევ ერთხელ შეუძლია საკუთარი თავი ისლამურ სამყაროსა და დასავლეთს შორის შემრიგებლის სიმბოლოდ წარმოაჩინოს.


XS
SM
MD
LG