ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონისა და მოსკოვის საბოლოო შეთანხმება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი თითქმის შეთანხმდნენ ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდგ ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია და მხოლოდ ტექნიკური საკითხებია გადასაჭრელი.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლპარაკებები უკნასკნელ სტადიაშია.

ამავე საკითხს ქალბატონი კლინტონი რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განიხილავს. რუსეთი და შეერთებული შტატები სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაგრძელებაზე უკვე ერთი წელია მუშაობენ. აღნიშნულ ხელშეკრულებას 1991 წელს მოაწერეს ხელი.





XS
SM
MD
LG