ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი ტერორისტი მოკლეს


ავღანეთის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს ჰელმანდის პროვინციაში ორი ტერორისტის მოკვლა მანამდე მოახერხეს, სანამ მათ თვითმკვლელობის აქტების განხორციელება შესძლეს. ამ ინფორმაციით, ტერორისტები ჰელმანდის დედაქალაქ ლაშქარ ღაში მდებარე ერთ-ერთი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის შენობის აფეთქებას აპირებდნენ. დაცვამ თავდამსხმელების განადგურება მანამდე მოახერხა სანამ ტერორისტებმა ბომბების დეტონირება შესძლეს. პარალელურად კი ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქალაქ ყანდაარის პოლიციას კიდევ ათასი კაცით გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ თალიბებმა თვითმკვლელი ტერორისტების კოორდინირებული მოქმედების ხარჯზე გასულ შაბათს ოცდათხუთმეტი კაცის მოკვლა შესძლეს.

XS
SM
MD
LG