ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო


აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოძიების დაწყების თაობაზე გასცა განკარგულება მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ კერძო სადაზვერვო ქსელის შექმნის შესახებ, რომელიც ავღანეთში და პაკისტანში მეამბოხეებზე ინფორმაციას აგროვებდა. გაზეთ ნიუ-იორკ თაომსში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი მაიკლ ფარლონგი კერძო კონტრაქტორებისაგან მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციას აწოდებდა სამხედრო ქვედანაყოფებს და სადაზვერვო უწყებებს, რომელსაც ისინი მეამბოხეების წინააღმდეგ იყენებდნენ. სადაზვერვო საქმიანობაში კერძო კონტრაქტორების გამოყენების თაობაზე ამერიკის ხმას ესაუბრა ჟურნალისტი ტიმ შოროკი, რომელმაც დიდი ხანი არაა რაც გამოაქვეყნა წიგნი „დაქირავებული ჯაშუშები.“

-„ კერძო კონტრაქტრების საგანგებოდ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო ოპერაციებში გამოყენება ძალზე გავრცელებული პრაქტიკაა. ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სამხედრო უწყების მიერ კერძო კონტრაქტორების გამოყენება ჯაშუშებად კანონდარღვევად ითვლბება. მართალი გითხრათ არ მესმის რას გულისხმობს ნიუ-იორკ თაიმსი, რადგანაც თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სამმართველო, რომელიც საიდუმლო ოპერაციებისათვის შეიარაღებულ ქვედანაყოფებს იყენებს პრაქტიკულად მთლიანად კონტრაქტორებისაგან არის დაკომპლექტებული“- თქვა თიმ შოროკმა.

ჩვეულებრივ სადაზვერვო სააგანტოები კონტრაქტორებს იყენებენ მათ ანალიტიკურ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განყოფილებებში. რაც შეეხება კონტრაქტორების საიდუმლო-სადაზვერვო ოპერაციებში გამოყენებას აქ აზრთა დიდი სხვაობაა. აშშ-ს კანონი კრძალავს ამ დარგებში დაქირავებული კერძო პირების აყვანას. ჩვეულებრივ მეამბოხეების მონახვა და განადგურება სპეც-დანიშნულების შეიარაღებული ნაწილების მოვალეობაა, რომლებიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნახევრადგასამხედროებულ ნაწილებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებენ. მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის სააგანტოს ყოფილმა თანამშრომელმა ტონი შეიფერმა აღნიშნა, 2001 წელს იმ დროს თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა დონალდ რამსფელდმა მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის დეპარტამენტისთვის დაექვემდებარებინა სპეც-დანიშნულების ძალები და არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით აძლევდა მათ უფლებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაციებში მიეღოთ მონაწილეობა. შეიფერმა, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის სააგენტოს ავღანეთში ოპერაციების დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელი იყო 2003-2004 წლებში ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალმა რეალობამ იძულებული გახადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაციებში სულ უფრო მეტი კერძო კონტრაქტორები გამოეყენებინა.

ამ კონტრაქტორებს თავიდან იყენებდნენ ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ავტოკოლონების უსაფრთხოების გარანტირების მიზნით. მაგრამ დროთა განმავლობაში კერძო კონტრაქტორთა ისეთი ჯგუფების ფუნქცია, როგორიც იყო მაგალითად „Black Water”-ი შეიცვალა.

-„ჩემი უშუალო გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ავღანეთში კერძო კომპანია „Black Water”-ის კონტრაქტორებს იყენებდნენ, როგორც დაქირავებულ სამხედრო ძალას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაციებში. ამის მეშვეობით ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შესაძლებლობა ეძლეოდა ისეთ ადგილებში ჩაეტარებინა საიდუმლო სამხდრო ოპერაციები, სადაც მანამდე ხლი ვერ მიუწვდებოდა“-აღნიშნა ტონი შეიფერმა.

კონტრაქტორების უმეტესობას შეადგენენ დაზვერვის ყოფილი ოფიცრები, რომლებმაც კერძო კონტრაქტორებად მუშაობის დაწყება სუფთა მატერიალური მოგების მიზნით გადაწყვიტეს. მათ ორჯერ მეტ ხელფასს თავაზობენ იგივე სამუშაოსათვის, რასაც ისინი სამთავრობო უწყებებში ასრულებენ.

ჟურნალისტმა ტიმ შოროკმა ასეთი რამ გვითხრა:

_’“კონტრაქტორები ოპერაციებს სამთავრობო უწყებებისგან განსხვავებით თავისებურად ახორციელებენ. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაციების გასაიდუმლოებული ხასიათის გამო ამ სააგანტოს ანგარიშვალდებულება არ გააჩნია თავისი მოქმედებისათვის. რაც შეეხება კონტრაქტორებს აქ ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო ნაკლებია, რადგანაც სავსებით შესაძლებელია ამ კონტრაქტების ისე გასაიდუმლოება სხვადასხვა დოკუმენტებში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა თუ ვინ ვის ემორჩილება ამ სისტემაში.“

რაც შეეხება კანონებს სადაზვერვო უწყებაში იმ კონტრაქტორების თაობაზე, რომლებიც დანაშაულს ჩადიან ეს საკითხი ჯერაც მოუგვარებელია. შეიფერს მიაჩნია, რომ სანამ იურიდიული ასპექტი ამ პრობლემისა არ იქნება გარკვეული და ის თუ კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია კონტრაქტორს, კონტრაქტორებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც გაგრძელდება.

ამა წლის თებერვალში კონგრესის ორმა წევრმა დემოკრატმა იან შაკოვსკიმ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბერნი სენდერსმა წამოაყენეს კანონპროექტი, რომლის ძალითაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს საომარი მოქმედების ადგილებში კერძო კონტრაქტორების გამოყენების პრაქტიკის აკრძალვა.

XS
SM
MD
LG