ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი ირანის სანქციებზე


ჩინეთი აცხადებს, რომ ბირთვული საკითხის გამო ახლა ირანის დაპირისპირება დასავლეთთან უფრო მეტად აღელვებს. პეკინი თეირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაძლიერებას მხარს არ უჭერს. დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იანგ ჟიეჩიმ პეკინში სტუმრად მყოფ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ მილიბანდთან ერთად მოწყობილი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ სიტუაცია საგანგაშოა, მაგრამ პეკინი ირანის ბირთვული პრობლემის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარებას უჭერს მხარს და რომ სანქციებს რეალური შედეგი არ მოჰყვება. მილიბანდმა კი აღნიშნა, რომ ზემოთქმული საკითხის გამო საერთაშორისო შეშფოტება სულ უფრო იზრდება.

XS
SM
MD
LG