ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგკოკი მოთხოვნებს უარყოფს


ტაილანდის პრემიერ-მინისტრი მთავრობის დაშლის მოთხოვნას უარყოფს: „ჩვენ დღეს აქ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მოვედით. ეს მთავარი მოთხოვნაა, მაგრამ გავიგეთ, რომ მან უკვე განაცხადა, რომ არ გადადგება". გვეუბნება დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღევანდელი სატელევიზიო გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აბჰისიტ ვეჯაჯივამ განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის წევრები დემონსტრანტების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. ქვეყნის დედაქალაქის ბანგკოკის ქუჩებში ას ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დღეს ხალხი არმიის იმ ბარაკებთან ახორციელებს აქციას, სადაც მთავრობის საგანგებო შეხვედრები იმართება. ბარაკებს შეიარაღებული ჯარისკაცები იცავენ.

XS
SM
MD
LG