ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ჰაიტის პრეზიდენტს შეხვდა


პრეზიდნეტმა პრევალმა ამერიკის პრეზიდნეტთან პირველი შეხვედრა იმის ხაზგასასმელად გამოიყენა, თუ რა მოლოდინი აქვს ჰაიტის ამერიკისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ძირითადი პრიორიტეტები უსახლკაროთა დაცვა და წვიმიანი სეზონისთვის მომზადებაა. ჰაიტის პრეზიდნეტმა მადლობა გადაუხადა ამერიკას, 2 თვის წინ, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაწეული მხარდაჭერის გამო.

“მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, კონგრესს, პრეზიდნენტის ადმინისტრაციას და მთლიანობაში პრეზიდნეტსა და მის მეუღლეს, არა მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერის, არამედ იმ მორალური თანადგომის გამო, რომელმაც გვაგრძნობინა რომ ჩვენ მარტო არ ვართ.”

ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკას ეამაყება, რომ წამყვან როლს თამაშობს ჰაიტის დახმარებისთვის.

“ამერიკის დახმარება ჰაიტისთვის რეკონსტრუქციისთვის გრძელდება და გაგრძელდება. ეს ის პირობაა, რომელიც მე კრიზისის დასაწყისში დავდე და ამერიკა ამ სიტყვას შეასრულებს.”

პრეზიდნეტმა ობამამ დაასახელა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ამერიკის მთავრობის სამხედრო და ბევრ სხვა სააგენტოსთან ერთად ჩართულები არიან ჰაიტის დახმარებაში. პრეზიდნეტმა პრევალმა თეთრ სახლს უთხრა რომ საჭიროა ყურადღება არა მხოლოდ ჰაიტის ცენტრალურ რეგიონებზე, არამედ პროვინციებზეც გადანაწილდეს, რადგან მოსახლეობამ ყველგან იგრძნოს დახმარება.

“ჩვენი უნდა შევთავაზოთ ჰაიტის მცხოვრებლებს განათლება, ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები მათ საცხოვრებელ ადგილებზე, რათა თავიდან ავიცილოთ მიგრაცია დიდ ქალაქების, ძირითადად პორტ-ო-პრენსის მიმართ, ეს დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ იმ მასშტაბის მსხვერპლი, რომელიც ამ მიწისძვრას მოყვა.

პრეზიდნეტ ობამას განცხადებით, სიტუაცია ჰაიტიზე, მიწისძვრიდან 2 თვის შემდეგ, კვლავ საგანგაშოა. მისი თქმით, არავის უდნა ჰქონდეს ილუზია იმისა, რომ კრიზისი დაძლეულია.



ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG