ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყვეობის ჩანაწერები



ბრიტანელმა პროგრამისტმა, რომელიც ერაყში ორ წლინახევრის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი, ტყვეობის დეტალებზე ბრიტანულ გაზეში დაწერა.

თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში, 36 წლის პითერ მური ამბობს, რომ დაკითხვისას მის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდების გამოყენება ხდებოდა, მათ შორის სიკვდილის სიმულაცია. მან ასევე განაცხადა, რომ გამტაცებლები სამხედრო დაზვერვის აგენტად აღიქვამდნენ.
იგი ასევე იხსენებს, რომ ერთხელ გამტაცებლებმა მას იარაღი დაუმიზნეს და ჩახმახს ხელი გამოჰკრეს. იმავდროულად მეორე იარაღითაც მოხდა გასროლა ისეთი შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ იგი თითქოს გარდაიცვალა.

მურმა თქვა ისიც, რომ ხშირად მას გამტაცებლები კარგად ეპყრობოდნენ და ნორმალურ პირობებში ამყოფებდნენ მას.

მურის აზრით, მის გამტაცებლებს კავშირი ჰქონდათ ერაყის მთავრობასთან. მან ასევე უარყო ამერიკული მხარის ეჭვი თითქოსდა იგი ტყვეობისას ირანში გადაიყვანეს.


XS
SM
MD
LG