ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პუტინი ინდოეთში ჩადის


დღეს ინდოეთში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იწყება, მოსკოვი დელისთან სამხედრო და ბირთვული თანამშრომლობის 10 მილიარდიანი ხელშეკრულებების გაფორმებას გეგმავს.

ვლადიმერ პუტინი დელიში დღის ბოლო ჩაფრინდება. მისი ოფიციალური შეხვედრები ხვალ დილიდან დაიწყება.

ინდოეთის მედიის ინფორმაციით, დელი მზად იქნება მაღალი ფასი გადაიხადოს საბჭოთა დროინდელ ავიამზიდში. თავის დროზე ინდოეთი მზად იყო ავიამზიდი" ადმირალ გორშკოვის" 1 მილიარდ დოლარად შესყიდვისთვის, მაგრამ ახლა მისი ფასი 2.3 მილიარდი დოლარია.

რუსეთი თავდაპირველად დათანხმდა ავიამზიდის ინდოეთში გაგზავნაას, მაგრამ ფასზე მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. ინდოეთის მედიის ინფორმაციით, ხომალდის გადაცემის თარიღად ახლა 2012 წელი სახელდება.

XS
SM
MD
LG