ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ოპოზიციის გავლენიანი წევრი ციხიდან გაათავისუფლეს


ირანული მედიის ცნობით ხელისუფლებამ ციხიდან ოპოზიციის გავლენიანი წევრი გაათავისუფლა, რომელიც სასჯელს გასული წლის არჩევნების შემდგომ მღევალვარბაში მონაწილეობისთვის იხდიდა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მოსტაფა ტაჯზადე საპატიმროდან ოთხშაბათს გაათავისუფლეს. ის გასული წლის 13 ივნისს დააპატიმრეს. ზუსტად არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს, რომელიც აჰმადინეჟადის გამარჯვებით დასრულდა. ტაჯზადეს და ოპოზიციის ასამდე აქტივისტს ბრალი ედებოდათ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ტაჯზადე აცხადებდა, რომ აჰმადინეჟადმა არჩევნების შედეგები გააყალბა.

XS
SM
MD
LG