გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მოხსენებაში სომალის შესახებ ნათქვამია, რომ ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის გამოყოფილი ჰუმანიტურაული დახმარება მოიჯარეების, რადიკალი ისლამისტების და გაეროს ადგილობრივი თანამშრომლების მოსყიდვაში მიდის.
მოხსენება ჯერ მასშტაბურად არ გავრცელებულა, თუმცა ასლები რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს, მათ შორის New Youk Times, Associated Press და French News სააგენტოს დაურიგდა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სომალელი მაღალჩინოსნები მეკობრეები თანამშრომლობენ და დიპლომატიური ვიზების გაცემისთვის აუქციონებს აწყობენ.
New Youk Times-ის ინფორმაციით, მოხენება გაეროს გენერალურ მდივანს, სომალიში მსოფლიო სასურსათო პროგრამის მოღვაწეობის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას თხოვს.