ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის გეგმა გაეროსთვის მიუღებელია


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ამერიკის ვიცე პრეზიდნეტ ჯო ბაიდენთან ერთად ეწინააღმდეგება ისრაელის ახალ გეგმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლების შექმნის შესახებ.

გეგმა, ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დაამტკიცა, და ის რამაც შლომოსში, ებრაელებით დასახლებულ რეგიონში, რომელსაც პალესტინა მომავალ დედაქალაქად განიხილავს, 1.600 საცხოვრებელი სახლის აშენებას გულისხმობს.

გაეროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ჩასახლება უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას", ისევე როგორც ისრაელის 2003 წლის ვალდებულებებს, "სამშვიდობო საგზაო რუკის ფარგლებში". განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მოქმედება ძირს უთხრის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მცდელობას.

XS
SM
MD
LG