ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ არ ჩქარობს რუსეთთან შეიარაღებაზე ახალი ხელშეკრლების დადებას


თეთრი სახლის რწმუნებულმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის თაობაზე ახალი ხელშეკრულების დადების ირგვლვ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები შეიძლება კარგა ხანს გარგრძელდეს და გასცდეს აპრილისათვის დადებულ ბოლო ვადას, თუკი ეს აშშ-ს ინტერესებში იქნება. 12 და 13 აპრილს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის უმაღლესი დონის შეხვედრას პრეზიდენტი ობამა უხელმძღვანელებს. ამერიკელი და რუსი მოთათბირეები გუშინ ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს. ახალმა ხელშეკრულებამ უნდა შესცვალოს ამერიკული და რუსული ბირთვული არსენალების შემცირების თაობაზე 1991 წელს დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ვადა დეკემბერში გაუვიდა. ხელშეკრულების დადება ყოვნდება შეიარაღების შემცირების კონტროლის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემებისა და ევროპაში რაკეტსაწინაღო ამერიკული სათავდაცვო სისტემის გაშლის გამო.

XS
SM
MD
LG