ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები საბერძნეთსა და აშშ-ს შორის


საბერძნეთის და შეერთებული შტატების ლიდერები საფინანსო რეფორმისა და ავღანეთის ირგვლივ თათბირობენ. თეთრ სახლში პრეზიდენტი ობამა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგიუ პაპანდრეუს მასპინძლობს. საბერძნეთის პრემიერი ქვეყნის სავალალო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად დახმარებას მოელის. ბატონ პაპანდრეუს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც შეხვდა:


„ჩვენს წინაშე მდგომ სიძნელეთა შორის, ერთ ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას გლობალური ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. კრიზისმა ხალხი უმუშევრად დატოვა. დაანგრია ბიზნესები და ამერიკაში და საბერძნეთშიც სახელმწიფო ხაზინების მარაგების შემცირება გამოიწვია. მე ვიცი, რომ ახლა საბერძნეთს ძალიან უჭირს. მაგრამ მინდა შევაქო პრემიერ-მინისტრი და საბერძნეთის ხელისუფლება არსებულ სიძნელეებთან გასამკლავებლად გაწეული ძალისხმევისთვის“. განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.


XS
SM
MD
LG