ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველომ აშშ-ში ლობისტური ფირმა ”Podesta Group”-ი იქირავა


ამ თემაზე კომენტარს ჩვენი რესპონდენტი პოლიტოლოგი ბატონი სოსო ცინცაძე აკეთებს. მისი თქმით ”Podesta Group”-ი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმად ითვლება, რომლის ფუნქციაში შედის გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობირება აშშ-ის კონგერსსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე უზრუნველყოს მედიასთან დაკავშირებული სერვისები. ფირმა ასევე ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს აშშ-ის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან. ბატონმა სოსომ ასევე აღნიშნა, რომ ლობისტური ფირმების დაქირავება დღეს მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. მისივე თქმით , გამოიღებს თუ არა ნაყოფს ამ ფირმის დაქირავება ეს უკვე თვით ფირმის ქმედითუნარიანობაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG