ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია-ამერიკის საიდუმლო შეთანხმება


იაპონია ცივი ომის პერიიოდში ამერიკასთან არსებული საიდუმლო შეთანხმებების არსებობას აღიარებს. დღეს ისტორიკოსთა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ანონიმი ინფორმატორების მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია და დეკლასიფიცირებული ამერიკული დოკუმენტები ნათელს ხდის იმას, რომ ტოკიო იაპონიის კანონმდებლობის დარღვევით, ბირთვული შეიარაღების მქონე ამერიკულ ხომალდებს იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლებას აძლევდა. დღევანდელი გამოსვლისას იაპონიის ცენტრისმა პრემიერ-მინისტრმა კაცუია ოკადამ საზოგადოებისგან და ქვეყნის პარლამენტისგან დაფარული მოქმედებისთვის წინამორბედი მთავრობები გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG