ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამხედროებს შეზღუდვები დაუწესდათ


ავღანეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 86 ათასი ჯარისკაცია დისლოცირებული. მათ გაეროს მანდატი აქვთ და ცნობილები არიან სახელით უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო დამხმარე ძალა. ამ სამხერდო გაერთიანებაში 40 ქვეყნის წამომადგენლები მსახურობენ და აქედან 28 ნატოს სახელმწიფოებია.

ავღანეთში განლაგებული ჯარებისთვის ყველაზე რთული მისია ქვეყნის სამხრეთში მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაა. თალიბების მოძრაობა სწორედ სამხრეთ ავღანეთში დაიწყო. ომის განმავლობაში ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კონტროლირებული იყო. ამჟამად ჰელმანდის პროვინციაში ნატოს ინტენსიური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომლის დანიშნულებაც თალიბების დამარცხებაა.

ანალიტიკოსების თქმით, ნატოს მეთაურებს ხელი ეშლებათ მისიის წარმატებით დასრულებაში იმის გამო, რომ რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ჯარისკაცებს და რისი არა.

მაიკლ ვილიამსი, ნატოს ექსპერტი ლონდონის უნივერსიტეტში, ამ შეზღუდვებზე საუბრობს:„შეზღუდვების ნაწილი შეიძლება იყოს ის, რომ მაგალითად ჯარისკაცებს ღამით ბრძოლის უფლება არ აქვთ, დანაყოფებს ამათუიმ ტერიტორიის გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, გარკვეული ქვეყნების ჯარების საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა არ შეიძლება. ჯარისკაცების ნაწილს ცეცხლის გახსნა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა პირველს მათ გაუხსნიან ცეცხლს. ეს უკანასკნელი წესი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თუ ბრიტანელი ჯარების გვერდით იბრძვის იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც ცეცხლის გახსნა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა მას ესვრიან, და მეამბოხეები ბრიტანელ ჯარისკაცებს ესვრიან, შეზღუდის მქონე ჯარისკაცს წესით ბრიტანელების დახმარების უფლება არ აქვს.“ ბატონი ვილიამსი და სხვა ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ასეთი შეზღუდვების დაწესება საველე მეთაურებს ერთიანი სტრატეგიის შემუსავების საშუელებას არ აძლევს.

შეერთებულ შტატებს ავღანეთში ყველაზე დიდი საჯარისო კონტინგენტი ჰყავს, რომელშიც 41 ათასი ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი შედის. გამომდინარე იქედან, რომ ყველაზე რთულ რეგიონებში ამერიკელ ჯარისკაცებს უწევთ ბრძოლა, ხოლო ევროპელ ჯარისკაცებს კი უამრავი შეზღუდვა აქვთ, ამერიკელებმა ნატოს ჯარების ინგლისური აბრივიაციის გაშიფრვა ისეთი ფრაზებით შეცვალეს, როგორიცაა მაგალითად „მე ვნახე როგორ იბრძვიან ამერიკელები“ ან „მე მეხუთეზე ვჩერდები“ და კიდევ რამდენიმე სხვა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ნატოს ჯარებს აქვთ არის ის, რომ ავღანეთში მიმდინარე ომი ევროპელებში უაღრესად არაპოპულარულია.

10 თებერვალს ნიდერლანდების კოალიციური მთავრობა დაიშალა ქვეყნის ავღანეთის პოლიტიკის გამო. კოალიციის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენინანმა წევრმა პარტიამ განაცხადა, რომ ის ავღანეთში ნიდერლანდების ჯარების დატოვებას მხარს არ უჭერს. ამჟამად ავღანეთში 2000 ნიდერლანდელი ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ მათი გამოყვანა აგვისტოსი დაიწყება.

შონ კეი ოჰაიოს ვესლიანის უნივერსიტეტის ნატოს ექსპერტია. მისი თქმით:

„ამაში საინტერესო დიპლომატიური ირონიაა. ნიდერლანდების მთავრობამ ბუშის ადმინისტრაციას ძლიერი მხარდაჭერა აჩვენა ავღანეთთან მიმართებაში. ახლა კი, როცა ამერიკაში ობამას ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში, რომელიც სხვათა შორის ნიდერლანდებში ძალიან პოლულარულია, ქვეყნის ფარები ავღანეთს ტოვებენ. ნამდვილი შეკითხვა აქ არის ის, გახდება თუ არა ნიდერლანდების კოალიციიდან გამოსვლა ნატოს სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი. თუ ასე მოხდა, ამერიკა უკიდურესად იზოლირებული იქნება ავღანეთში, რაც ამერიკის მოქალაქეებზეც აისახება და ამან კი ოპერაციის წარმატებაზე შეიძლება უარყოფითი ასახვა ჰპოვოს.“

ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ამ სახის შეშფოთებისთვის საბაბი არ არსებობს.

„არ მგონია, რომ ნიდერლანდებში განვითარებული მოვლენები რაიმე სახით აისახოს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. ის რაც ნიდერლანდებში მოხდა, ერთი კვეყნის შიდა პოლიტიკის შედეგია და არა რაიმე სხვა.“

კანადა თავისი 3000 ჯარისკაცის ავღანეთიდან გამოყვანას 2011 წლის ზაფხულში დაიწყებს. ანალიტიოსების აზრით, ნიდერლანდების ავღანეთიდან გამოსვლა იმათ შეხედულებას, ვინც კანადის ავღაენეთიდან გამოსვლას უჭერს მხარს, კიდევ უფრო გამყარდება.

ავღანეთის საკითხების ექსპერტები იმასაც ფიქრობენ, რომ ევროპელებს ავღანეთისთვის არასაბრძოლო დახმარების გაწევა შეუძლიათ. მათი აზრით, ისეთი დახმარების აღმოჩენა, როგორიცაა ავღანელი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და ეფექტური მმართველობის დანერგვა შეიძლება თალიბების სამხედრო მეთოდებით დამარცხებაზე მნიშვნელოვანი იყოს.


XS
SM
MD
LG