ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


აღმოსავლეთ თურქეთის რამდენიმე სოფელში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.რიხტერის შკალით ექვსი ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მიწისქვეშა ბიძგებმა ძირითადად არამყარი მასალით ნაშენი სახლები დაანგრიეს.რამდენიმე სოფელში ჩამოინგრა მეჩეთის გუმბათები.მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანა დაიწყეს.საავადმყოფოში სულ 70ადამიანია გადაყვანილი.თურქეთის სამაშველო სამსახურები მოსახლეობას წყლითა და სურსათით ამარაგებენ.

მეზობელ პროვინციებში მიწისძვრისგან დამფრთხალი მოსახლეობა ქუჩებში გამოცვივდა,ძლიერ დარტყმას დამატებით კიდევ 20შედარებით ნაკლები სიმძლავრის ბიძგებიც მოჰყვა თან.

XS
SM
MD
LG