დღეს ერაყში საარჩევნო ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო. მიუხედავად იმისა,რომ მოსახლეობას არჩევნებზე მეამბოხეთა მოსალოდნელ თავდასხმებზე გამუდმებით აფრთხილებდნენ, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ერაყის სამხედრო ძალების პრესმდივნის გენერალი ქასიმ ატას განცხადებით,მემბოხეებმა საკუტარ საწადელს ვერ მიაღწიეს და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა:
„ამ არჩევნებზე ადრინდელზე უფრო მეტმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა .უსაფრთხოების ძალებმა სრულად გააკონტროლეს მთელი ქვეყნის საპატრულო გამშვები პუნქტები,მაქსიმალურად დავიცავით საზღვრები და ზედმიწევნით გავაკონტროლეთ აეროპორტები“
აღსანიშნავია,რომ ერაყში შეჭრის შემდეგ 2003 წლიდან ერაყში საპარლამენტო არჩევნები უკვე მეორეჯერ ტარდება.
ერაყის ოფიციალური ინფორმაციით,ამ არჩევნებში მოსახლეობის 60პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.წინასწარი გათვლებით დაწინაურებულია პრემიერ მინისტრის ნური ალ-მალიკის შიიტთა ფრაქცია ,თუმცა ოფიციალურად არჩევნების შედეგები კიდევ რამოდენიმე დღე არ გამოცხადდება.