ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ოპტიმისტური განწყობა


დღეს ჩინეთის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ახლახან მომხდარი უთანხმოება გადადეს და ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

ჩინეთის პარლამენტის ყოველწლიური ყრილობის დაწყებამდე საგარეო მინისტრმა იანგ ჯეიჩიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთის მთავრობა ტაივანისთვის შეერთებული შტატების შეიარაღების მიყიდვასა და გასულ თვეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ტიბეტის სულიერ ლიდერ დალაი ლამასთან შეხვედრას კვლავინდებურად აპროტესტებს.
იანგის თქმით ხსენებული ინციდენტების გამო ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული დაბრკოლებები წარმოიქმნა.

ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი არ არის ორმხრივი ურთიერთობის გაუარესებისთვის. იანგმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები პატივისცემით უნდა მოეკიდოს ჩინეთის დამოკიდებულებას ტაივანისა და ტიბეტის მიმართ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ჩინეთის შეშფოთება კარგად ესმის.


XS
SM
MD
LG