ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის გაფრთხილება 



დღეს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ორშაბათს დაგეგმილი შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ფხენიანი ბირთვული შეიარაღების არსენალს გაზრდის.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო მაღალჩინოსან სამხედრო პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხსენებული სამხედრო წვრთნების გამო კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული შეიარაღებისგან გათავისუფლების პროცესი შეწყდება.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ აგრეთვე განაცხადა, რომ ფხენიანი აღარ შეასრულებს 1950-1953 წლების კორეის ომის შედეგად მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.


XS
SM
MD
LG