ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში 18 ადამიანი დაიღუპა


თვითმხილველთა ცნობით, ნიგერიის ქალაქ ჯოსის მახლობლად შეტაკებების შედეგად სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქ ჯოსის სამხრეთით მდებარე სოფელ დოგო ნაჰავას მცხოვრებთა განცხადებით დანებითა და მაჩეტებით შეიარაღებულმა უცნობმა თავდამსხმელებმა გვიან ღამით სოფელზე რეიდი მოაწყვეს.

როიტერის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს სოფლიდან ჩამოსვენებული 18 გვამი აჩვენა.

მაგრამ დაღუპულთა საბოლოო რიცხვი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივმა ჟურნალისტმა ამერიკის ხმას მოახსენა, რომ „დაღუპულთა გვამები ყველგან მიმოფანტულია.“

თავდასხმის მიზეზი გაურკვეველია. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ათწლეულის მანძილზე ქალაქ ჯოსში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ოთხი ფართომასშტაბიანი შეტაკება მოხდა. იანვარში მომხდარმა შეტაკებამ სულ ცოტა 325 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.



XS
SM
MD
LG