ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის შედეგად 528 ადამიანი დაიღუპა


ჩილეს მთავრობის განცხადებით მიწისძვრის შედეგად 528 ადამიანი დაიღუპა. დღეს ჩილეს პრეზიდენტი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სანტიაგოში ტელეთონში გამოვიდნენ ერთად 29 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობების შესაგროვებლად. ეს თანხა მიწისძვრის შედეგად დანგრეულ ჩილეში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლადაა საჭირო.

პრეზიდენტმა მიშელ ბაცელეტმა პერსონალური ჩეკი გამოწერა საქველმოქმედო მიზნით.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ჰაიტის მიწისძვრაზე ჩილეს მიერ აღმოჩენილი დახმარება შეაქო და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩილესთვის დახმარების აღმოცენა მაშინ როცა ქვეყანას თანადგომა ასე ძალიან სჭირდება ბუნებრივი მოვლენაა.

ბან კი მუნი ჩილეში ორ დღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.

XS
SM
MD
LG