ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკას პრეზიდენტმა გაეროს წინადადება უარყო


შრი ლანკას პრეზიდენტმა გაეროს წინადადება უარყო, რომმელიც სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფის შექმნას ისახავს მიზნად, რომელსაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამოძიება დაევალებოდა. პრეზიდენტმა ამ წინადადებაზე თქვა, რომ ის არც საჭიროა და არც სასურველი.

პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპასკა აცხადებს, რომ ნებისმიერი მსგავსი ჯგუფის შექმნა და შრი ლანკაში გაგზავნა აღქმული იქნება, როგორც ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები პრეზიდენტის თქმით „მოტივირებული დეზინფორმაციაა" რომელსაც ტამილელი ვეფხვების მომხრეები და დაბნეული არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.

ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები შრი ლანკას ხელისუფლებას ადანაშაულებენ თამილელი ვეფხვების წინააღმდეგ გამართული კამპანიის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.


XS
SM
MD
LG