ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა  რეზოლუცია გააკრიტიკა


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბოლო თურქი პოლიტიკოსია, რომელმაც კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუცია გააკრიტიკა. როგორც ცნობილია კომიტიტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა თურქეთის მიერ სომეხი ხალხის გენოციდს ფაქტის აღიარებას. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ თუკი კონგრესი არ დაბლოკავს ამ რეზოლუციას, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობას საგრძნობლად დააზარალებს. ერდოგანმა ეს განცხადება თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა.

ამ განცხადებამდე თურქეთმა შეერთებული შტატებიდან თავისი ელჩი სასწრაფოდ გაიწვია კონსულტაციებისთვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეეცდება კონგრესის დარწმუნებას რეზოლუციის მიღების მიზანშეუწონლობაში.



XS
SM
MD
LG