ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმა სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო


შეერთებული შტატების კონგრესის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. თურქეთმა ამის საპასუხოდ ელჩი გაიწვია ვაშინგტონიდან.
აღსანიშნავია რომ წარმომადგენელთა პალატის შესაბამისმა კომიტეტმა რეზოლუციას მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით დაუჭირა მხარი 23-22-ზე. ამ რეზოლუციის მიხედვით ომის დროს სომეხთა მკვლელობა გენოციდად შეფასდა.
ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთანავე თურქეთმა საკუთარი ელჩი გაიწვია ანკარაში კონსულტაციებისთვის. თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ბარაქ ობამამ სომეხთა გენოციდის აღიარების პირობა დადო, მაგრამ ახლა ობამას ადმინისტრაცია თურქეთ სომხეთის დაახლობის ფონზე კონგრესმენებს ანკარას საწინააღმდგეო მოქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამასთან დაკავშირებით თავისი სინანული გამოხატა კოსტა რიკაში გამართული პრესკონფერენციის დროს. თურქეთმა და სომხეთმა შარშან ოქტომბერში ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მაგარმ თურქეთის პარლამენტს ამ დოკუმენტის რატიფიკაცია არ მოუხდენია.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის დემოკრატი ჰოვარდ ბერმანის აზრით რეზოლუციის მიღება აუცილებელი იყო, რადგან მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები. რესპუბლიკელი კონგრესმენი დენ ბარტონი ამ პოზიციის კატეგორიული წინააღმდეგია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ შეერთებული შტატების სახმედრო საჰაერო ბაზას თურქეთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის წარმატებისათვის.
ბატონი ბარტონის განცხადებით:“ სამხედრო მოქმედებების ესკალაციის საშიშროების ფონზე, მაშინ როდესაც ირანთან ომის დაწყების საფრთხე არსებობს ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ რეგიონში ჩვენს მეგობრებს.“
2007 წელს, როდესაც საგარეო საქმეთა კომიტეტმა მსგავსი რეზოლუცია მიიღო ბუშის ადმინისტრაციამ ვეტო დაადო ამ რეზოლუციის განხილვას კონგრესში. სომხები ამტკიცებენ რომ 1915-დან 1923წლმადე მილიონ ნახევარი სომეხის მკვლელობა ოსმალეთის იმპერიის მიერ იყო ორგანიზაბული.
თურქეთის ხელისუფლება თავის მხრივ ამტკიცებს რომ გენოციდი სომხების მოგონილი მითია და ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს სომხებთან ერთად თურქებიც ბევრი დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG