ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად ვაშინგტონში 


ვაშინგტონის უმაღლესი სასამართლოს შენობის წინ შეკრებილი ხალხის ნაწილი სიხარულს გამოხატავს, ნაწილი კი განრისხებას. მედიის წარმომადგენლები კი ყველაფერი ამის გაშუქებას ლამობენ. შეერთებული შტატების დედაქალაქში ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება ცოტა ხნის წინ დაუშვეს. ახლა კი პირველი დღეა, რაც კანონი უკვე ამოქმედდა:

„ეს ისტორიული მოვლენაა და ძალზე გვიხარია, რომ ჩვენც მის შემადგენელ ნაწილს წარმოვადგენთ“. ამბობს ჰომოსექსუალისტთა ქორწინების მომხრე კენდი ჰოლმსი.

დარლინ გარნერი და კენდი ჰოლმსი ამ დღეს მოუთმენლად ელოდნენ. მათ ერთმანეთში ეკლესიაში გაიცნეს და უკვე თოთხმეტი წელია, რაც ერთად არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ქორწინების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. გვიხარია, რომ კანონი ახლა ჩვენზეც ვრცელდება“. ამბობს დარლინ გარნერი.

„ჩვენ უკვე ოთხი წელია რაც ერთად ვართ. გასახარია, რომ ახლა ისეთი მეორეხარისოვანი მოქალაქეები აღარ ვართ, როგორც წინათ. ჩვენ თანასწორობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“. ამბობს კანონის მომხრე ტობი სლეგენვიტ-კოფმანი.

გასული წლის დეკემბერში ვაშინგტონის ქალაქის საბჭომ ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინებას მხარი დაუჭირა. ამ კანონის მოწინააღმდეგეები საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდნენ, მაგრამ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა ეს მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ რეფერენდუმის საკითხი ქალაქის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ქალაქის სასამართლომ კი რეფერენდუმის ჩატარება გამართლებულად არ ჩათვალა:

„ჩვენ ვთვლით, რომ უფალი სიყვარულს ქადაგებს და ჩცვენც სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს“. ამბობს კენდი ჰოლმსი.

„სიყვარული ერთია, ხოლო ქორწინება კი მეორე“. პასუხობს ამერიკის სასულიერო პირთა ეროვნული საბჭოს წევრი ბობ შენკი.

„ქორწინება ზოგადსაკაცობრიო მორალურ კოდს ეყრდნობა. ეს პრაქტიკა ათასწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყველა კულტურაში მხოლოდ კაცსა და ქალს შორის შეუღლებას მოიაზრებდა. ეს ადამიანის ბიო-ქიმიური აგებულებიდან გამომდინარე ხდება. ჩვენ ბუნებრივად ასე ვართ მოწყობილნი“. გვეუბნება ბატონი შენკი.

ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინება ქრისთიანთა სხვადასხვა კონფესიების მიერაც სხვადასხვანაირად აღიქმება. პროტესტანტები ტოლერანტულად ეპყრობიან ამ ფენომენს, კათოლიკები და მართლმადიდლებლები კი ეწინაარმდეგებიან. ასე მაგალითად ზემოთქმული ჰოლმსი და გარნერი პროტესტანტი სასულიერო პირები არიან.

ვაშინგტონში ქორწინების ლიცენზიის ლოდინის ვადა სამი დღით განისაზღვრება. ახლა შეერთებულ შტატებში ერთი და იგივე სქესისი ქორწინება ვაშინგტონის გარდა, კონექტიკუტის, აიოვის, მასაჩუსეთსის ნიუ ჰემფშირის და ვერმონტის შტატებშია დაშვებული.



XS
SM
MD
LG