ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის კომიტეტმა სომხების გენოციდი აღიარა



შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩადენილი გენოციდი სცნო. ანკარამ კომიტეტის კენჭისყრაზე რეაგირება გააკეთა და ვაშინგტონიდან თურქეთის ელჩი კონსულტაციის მიზნით გაიწვია.

ობამას ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად წარმომადგენელთა პალატამ დღეს კენჭი უყარა სომხების გენოციდის რეზოლუციას და მარტივი უმრავლესობით, 23 ხმა 22-ის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომხების მასიური ხოცვა გენოციდი იყო.

კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში, თურქეთის მთავრობამ ვაშინგტონიდან თურქეთის ელჩი კონსულტაციებზე ანკარაში გაიწვია.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამას 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება გენოციდის აღიარება იყო. მაგრამ მოგვიანებით ადმინისტრაციის განცხადებით, თურქეთი და სომხეთი ამერიკის შუამავლობით უთანხმოების გადაწყვეტაზე მუშაობდა და ობამას ადმინისტრაცია კი ამ მუშაობას დადებითად აფასებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს არა ერთხელ სთხოვა გენოციდის რეზოლუცია არ განეხილა და ამით თურქეთისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა.







XS
SM
MD
LG