ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოზე საუბრობს


ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, რიჩარდ ჰოლბრუკის ბრიფინგის ჩანაწერი


2 მარტი, 2010


[...]


და ბოლოს, შუა აზიის ოთხ ქვეყანაში სტუმრობის შემდეგ, საქართველოში ჩავედით. ახლა რაც შეეხება საქართველოს - თბილისთან ახლოს განლაგებულ ბატალიონს ვესტუმრეთ, რომელიც ავღანეთში მომავალ თვეში გაემგზავრება.


ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები, რომლებიც ამჟამად ქართველებს წვრთნიან, და რომელთათვისაც ტრეინინგების ჩატარება პროფესიაა, აცხადებენ, რომ ქართველი სამხედრო პერსონალი ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ძალაა, რომლებთანაც მათ ოდესმე უმუშავიათ. ამ ჯარისკაცების ნაწილი ერაყში, კოალიციის ძალებთან ერთად იბრძოდა. ვინც საქართველოს გეოგრაფიას იცნობთ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი აქვს, რომელიც ავღანეთისას წააგავს. ქართველებს უძველესი საბრძოლო ტრადიციები აქვთ. ისინი ავღანეთში ჯარს ყოყმანის გარეშე აგზვნიან. მას შემდეგ, რაც ისინი ავღანეთში ჩავლენ და აკლიმატიზაციას გაივლიან, ჰელმანდში [პროვინცია] განლაგებულ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეუერთდებიან.


სულ მოსახლეზე გათვლით - ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით მათ [საქართველოს] ყველაზე მეტი ჯარისკაცი ეყოლებათ კოალიციის ძალებში. როდესაც ეს ბატალიონი ჩავა ავღანეთში, ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 950 იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოსლოცირებაა და ჩვენ ამისთვის უაღრესად მადლიერები ვართ. მე და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს პროცესი ერთი წლის წინ დავიწყეთ, რასაც საბოლოო ჯამში ეს შედეგი მოჰყვა.


პრეზიდენტი საწვრთნელი მისიის დათვალიერების დროს თან მახლდა. ამ ვიზიტის დროს არ განგვიხილავს სხვა არც ერთი საკითხი. ჩვენ არ გვისაუბრია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე ან საქართველოს ნატოში გაწევრინებაზე. ეს ვიზიტი მხოლოდ ავღანეთს ეხებოდა.


მაგრამ ამერიკის მთავრობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფასებს საქართველოს დახმარებას. ეს ზუსტად იმ დღეს დაემთხვა, როცა ნიდერლანდებში კოალიცია დაიშალა [ავღანეთში ჯარების დატოვებაზე შეთანხმების ვერ მიღწევის გამო]. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და მას არასაკმარისი ყურადღება ეთმობა.

[...]

XS
SM
MD
LG