ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ქალაქ ბაქურაში აფეთქება მოხდა


ერაყის პოლიციის განცხადებით, დღეს ქალაქ ბაქურაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა, 48-კი დაიჭრა.

პირველი ორი ბომბი, ავტომობილში იყო დამონტაჟებული. ტერორისტებმა აფეთქებები სამთავრობო და პოლიციის შენობების შორიახლოს მოაწყვეს.

მესამე თვითმკვლელი ტერორისტი კი პირველი ორი ტერაქტის შედეგად დაჭრილობის გადამყვან სასწრაფო დახმარების მანქანას მიყვებოდა და თავი საავადმყოფოში აიფეთქა.


XS
SM
MD
LG