ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ფინანსური სისტემის აღდგენა


ავღანეთის ფინანსური სისტემის აღდგენა

<!-- IMAGE -->

შეერთებული შტატების ავღანეთის მიმართ სტრატეგია ორმაგ მიდგომას ეფუძნება, რომელიც ერთის მხრივ ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალების უნარის გაძლიერებასა, ხოლო მეორეს მხრივ ავღანეთის მთავრობაში მართვის ეფექტურობის განმტკიცებას ითვალისწინებს, რაც ავღანელი ხალხის უფრო უკეთეს მომსახურეობასა და მათთვის საჭირო ნივთების გამოყოფას ნიშნავს. მართალია ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, როგორც ეს, მაგალითად ქალაქ მარჯაში მიმდინარე ოპერაცია ადასტურებს, ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის უსაფრთხოების დამყარებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემას მზარდი ყურადღება დაეთმობა. ამის პარალელურად სამოქალაქო ექსპერტებისა და პროფესიონალების მზარდი რიცხვი ავღანელ პარტნიორებთან ეფექტური მართვისა და ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელების მეოხებით ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ იღწვის.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი ამ ინიციატივებში აქტიურად ჩართული ერთ-ერთი ფედერალური სააგენტოა. ქაბულში ამერიკის უნივერსიტეტში 10 თებერვალს გამოსვლისას ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ნილ უოლინმა აღნიშნა, რომ ხაზინის დეპარტამენტი ავღანეთის მომავლისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ხაზინის დეპარტამენტს ავღანეთში ორმაგი ფუნქცია აკისრია. პირველი, ეს არის ავღანეთის ფინანსური მართვის მექანიზმების გაძლიერება რათა ავღანეთის მთავრობამ ქვეყნის პრიორიტეტების შესასრულებლად რესურსების შეგროვება, მართვა და ხარჯვა უფრო ეფექტურად და გამჭვირვალედ შესძლოს. და, მეორე, ეს არის უკანონო ფინანსური საქმიანობის აღკვეთა და ტერორისტების ფინანსური წყაროების განეიტრალება.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ უოლინმა აღნიშნა, რომ ვინაიდან დონორ სახელმწიფოებს აღელვებს ავღანეთში გამეფებული კორუფციის პრობლემა, საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ავღანეთის მთავრობის მიღმა მყოფი სააგენტოები განაგებს. ამდენად, „ავღანელები ვერ მონაწილეობენ იმ პროექტების დაგეგმვაში, რომელიც საერთაშორისო ფინანსური დახმარებით ფინანსდება. შედეგად ავღანეთის მთავრობა მსგავსი მსხვილი დანახარჯების ეფექტური მართვის მექანიზმებს ვერ ანვითარებს."

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის იფიციალური პირები ავღანელ პარტიორებთან ქვეყანაში საჯარო სახსრების უფრო ეფექტური და კორუფციისგან თავისუფალი მართვის მექანიზმების შექმნაზე მუშაობენ, აღნიშნავს შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი ხელმძღვანელის მოადგილე უოლინი.

მეორე, ხაზინის დეპარტამენტი უკანონო ფინანსური საქმიანობის აღმოფხვრასა და ტერორისტებისთვის ფინანსური სახსრების მიწოდების აღკვეთას ცდილობს. ამას გარდა, ხაზინის დეპარტამენტი ავღანეთის მთავრობას ქვეყანაში მოძრავ ფინანსურ ნაკადებზე კონტროლის დაწესებაში ხელს უწყობს. აუცილებელია, რომ ავღანეთში შეიქმნას ძლიერი ცენტრალური ბანკი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს და იმავდროულად იმ ფინანსურ ქსელებს აღმოფხვრავს, რომელზეც დამოკიდებული არიან ტერორისტები. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ავღანელი ხალხისთვის მოძრავი საბანკო და საკრედიტო ბარათების გადახდის სისტემის დაარსება, რაც ნაღდ ანგარიშსწორებაზე დამყარებულ გარიგებებს გამორიცხავს.

ავღანეთის ფისკალური დამოუკიდებლობის მიღწევა უდავოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება, მაგრამ აუცილებელია, რომ ავღანეთი ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. „ისევე როგორც შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მოუთმენლად ელიან იმ მომენტს, როცა ისინი ავღანელი კოლეგებისთვის უშიშროების ფუნქციების პასუხისმგებელ გადაბარებას დაიწყებენ, ჩვენც ხაზინის დეპარტამენტში ველით იმ დღეს, როცა ავღანელებს ჩვენი ტექნიკური დახმარება აღარ დასჭირდებათ."

XS
SM
MD
LG