ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში წესრიგს სამხედროები ამყარებენ


ჩილეს ხელისუფლებამ ქვეყანაში წესრიგის დამყარებისათვის არმიის ნაწილები ჩართო. მათ მთავარ ამოცანას საკვების განაწილება და არეულობის აღკვეთა წარმოადგენს. ჩილეს ხელისუფლება განაგრძობს შაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლას, რომელმაც შაბათს 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე მეტად სიდიდით მეორე ქალაქი კონსეპსიონი დაზარალდა. აქ უკვე მოქმედებს 18 საათიანი კომენდანტის საათი. მოსახლეობა ღამეს ჯგუფებად ათტევს, რათა ამ გზით მძარცველების საფრთხე აირიდონ. შეერთებულმა შტატებმა ჩილეს დახმარება აღუქვა, ამის შესახებ სახელმწიფო მდვანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა:

„ჩვენ მზად ვართ პარტნიორს და მეგობარს დახმარების ხელი გავუწოდოთ. ჩვენ იქ გადარჩენილ ადამიანებს ყველანაირად დავეხმარებით, რადგან ამას ჩილესთან მეგობრობა და პარტნირობა გვავალდებულებს." განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

სახელმწიფო მდივანი ლათინურ ამერიკაში მოგზაურობას განაგრძობს. ის ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG