ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პარლამენტმა ტიმოშენკოს მთავრობა დაითხოვა


უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მთავრობა დაითხოვა. 450 დეპუტატიდან 243-მა კანონმდებელმა დღეს მხარი დაუჭირა რეგიონების პარტიის ინციატივას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. როგორც ცნობილია, რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მან თავის კონკურენტი აქ უკვე ყოფილი პრემიერი ტიმოშენკო გასულ თვეს დაამარცხა. იანუკოვიჩს და მის მოკავშირეებს ახალი კოალიციის შესაქმენლად 30 დღე აქვთ, ამის შემდეგ კი უკვე ახალი კოალიცია ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს.

XS
SM
MD
LG