ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩინეთს სტუმრობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი დღეს პეკინში იმ მიზნით ჩავიდა, რომ ამერიკა-ჩინეთს შორის ბოლოდროს შექმნილი დაძაბული დაპლომატიური მდგომარეობა განტვირთოს. ბატონი სტეინბერგი ასევე გეგმავს,რომ ჩინეთს,როგორც ფხენიანის უახლოეს მოკავშირეს ბირთვული პროგრამის შესახებაც ესაუბროს.

გუშინ ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ფიჯეი კროულიმ აღნიშნა,რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობა სასწრაფოდ ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ქინ განგის განცხადებით კი ,ამერიკა-ჩინეთს შორის გართულებულ ურთიოერთობაზე პასუხისმგებლობა სრულად შეერთებულ შტატებს ეკისრება.

XS
SM
MD
LG