ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიქტორ იანუკოვიჩი ბრიუსელში იმყოფება


უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება. უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იანუკოვიჩი ევროპასა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას ეცდება. თავად იანუკოვიჩი აცხადებს, რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება უკრაინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროსოს, ევროკავსირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის და კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ კეთრინ აშტონს შეხვდება.

XS
SM
MD
LG