ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა


ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ერთი ტერაქტი ყანდაარის აეროპორტისკენ მიმავალ ხიდზე ნატოს ავტოკოლონის წინააღმდეგ განახორციელეს. აფეთქების შედეგად ნატოს ავტომობილი ხიდიდან გადავარდა. დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. ამ ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. პოლიცია აცხადებს, რომ მეორე ტერაქტი ყანდაარის პოლიციის მთავარი შენობის შორიახლოს განახორციელეს. ამ ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო თექვსმეტი კაცი კი დაიჭრა. ყანდაარი ჰელმანდის პროვინციას ესაზღვრება, სადაც ავღანეთისა და ნატოს ძალები თალიბების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ.

XS
SM
MD
LG