ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გონიოში ახალი სარადარო სადგური გაიხსნა


დღეს, 1 მარტს აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გახსნა გონიოში ახალი სარადარო სადგური, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურს გადაეცა. გონიოს სარადარო სადგური საქართველოს დაეხმარება გააკონტროლოს წარმატებით საზღვაო სანაპირო, გამოავლინოს და აღკვეთოს კონტრაბანდა. გონიოს ახალი სარადარო სადგურის მშენებლობაში 502 ათასი დოლარი დაიხარჯა. პროექტი აშშ-ს მთავრობის მიერ "საქართველოს საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ამავე პროგრამით უკვე 4 სარადარო სადგური აშენდა. დანარჩენი 3 წარმატებით ფუნქციონირებს ანაკლიაში, სუფსაში და ჩაქვში.

5 დღის წინ საქართველომ და აშშ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ ენერგოინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. შეტანხმება ითვალისწინებს 124 მილიონი დოლარის ინვესტირებას საქართველოსა და რეგიონის ინფრასტრუქტურაში საქართველოს უსაფრთხოების, საიმედოობისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით. შეთანხმების თანახმად საქართველო ენერგეტიკაში რეფორმების განხორციელებას გააგრძელებს. რეფორმებმა კერძო სექტორისა და ინვესტიციების ხარჯზე ხელი უნდა შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას. დამოუკიდებელი ექსპერტის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით ხელმოწერილი დოკუმენტი არის დროული , მისი შეფასებით აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა დიდი მნიშვნელობის მქონეა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის...

XS
SM
MD
LG