ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა


რიხტერის შკალით მიწისძვრის სიმძლავრემ 8, 8 ბალი შეადგინა. დაიღუპა სულ მცირე 85 ადამიანი, დაინგრა შენობები და წყნარი ოკეანის აუზში ცუნამის საშიშროება გაჩნდა.

ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამავე განცხადების თანახმად, სტიქიის ადგილას მაშველი რაზმი მუშაობას შეუდგა.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი გამთენიისას ჩილეს სანაპიროზე, ქალაქ კონსეპსიონთან 115 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრას მოჰყვა რამდენიმე პატარ-პატარა ბიძგები რომლებიც წინამორბედთან შედარებით მცირე, საშუალოდ 5 ბალის სიმძლავრის იყო.


XS
SM
MD
LG