ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სმოლენსკის მერი გამოძალვის გამო დააკავეს



დღეს გენერალური პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა სმოლენსკის მერი ედუარდ კაჩანოვსკი, მისი მოადგილე და კერძო უსაფრთხოების ფირმის თანამშრომელი დააპატიმრეს.

გამომძიებლების თქმით, დაკავებულებს ბრალად ედება სამშენებლო ფირმისგან 65,000 დოლარად შეფასებული სამოთახიანი ბინის ქრთამის გამოძალვა სამშენებლო ნებართვისა და მაღაზიის გახსნის ნებართვის სანაცვლოდ.


რუსეთის იტარ-ტასის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ქალაქის მერის ბრძანების თანახმად, ხსენებული ბინა კერძო უსაფრთხოების ფირმის ერთ-ერთი თანამშრომლის სახელზე იყო გაფორმებული. საინფორმაციო სააგენტოს თანახმად ხსენებული თანამშრომელი გარიგებაში მონაწილეობდა.


აღსანიშნავია, რომ კაჩანოვსკიმ სმოლენსკის მერის თანამდებობა 2009 წელს დაიკავა.


XS
SM
MD
LG