ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტების ახალი ტალღა


ავღანეთის დედაქალაქი ტერაქტების სერიამ მოიცვა. რამდენიმე აფეთქების შედეგად ქაბულში სულ ცოტა 16 ადამიანია დაღუპული. მათ შორის უცხოელებიც არიან.

აფეთქებები ცხრა სართულიან სავაჭრო ცენტრსა და უცხოელებით დასახლებულ მცირე ზომის სასტუმროებთან მოხდა. დაჭრილთა რაოდენობამ 32-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის არიან იტალიის და ინდოეთის მოქალაქეებიც.
ავღანეთის პოლიციის გენერლის აბდულ ღაფარის განცხადებით:

"ტერორისტების მთავარ სამიზნეს უცხოელებით დასახლებული სასტუმროები წარმოადგენდა".

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. მათი განცხადებით, ტერაქტები ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტამ განახორციელა.



XS
SM
MD
LG