ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაცია შედგა


უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაცია შედგა. არჩევნებში გამარჯვებულმა ოპოზიციის კანდიდატმამე-16 საუკუნით დათარიღებულ ბიბლიაზე დადო ფიცი. ფიცის დადების შემდეგ იანუკოვიჩმა პარლამენტის შენობაში თავის მომავალ საპრეზიდენტო ვადაზე ისაუბრა.

იანუკოვიჩის თქმით, ცხოვრება უბრალო და ცხად ჭეშმარიტებას ადასტურებს, რომ ხალხს არ უყვარს, როცა მუშტს უღერებენ. მათ ურჩევნიათ, როცა ენდობიან მას ვინც მათ მშვიდობაზე იზრუნებს.

იანუკოვიჩმა სტაბილურობაზეც გაამხვილა ყურადღება.

მისი თქმით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და გაძლიერებისათვის აუცილებელია შიდა სტაბილურობის მიღწევა, კორუფციის დაძლევადა მთავრობის და ბიზნესის ურთიერთობების განსაზღვრა.

XS
SM
MD
LG