ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ინდოეთ- პაკისტანის მოლაპარაკებები დაიწყო


ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის პაკისტანელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია. ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნირუპამა რაოს და მისი პაკისტანელი კოლეგის სალმან ბაშირის შეხვედრა ნიუ-დელიში დღეს გაიმართა. ეს ორ ქვეყანას შორის პირველი ოფიციალური მოლაპარაკებაა, 2008 წლის მუმბაის ტერორისტული აქციის შემდგომ. ინდური მედიის ცნობით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალმან ბაშირს განუცხადა, რომ პაკისტანის მხარემ ბევრი არაფერი გააკეთა მუმბაის ტერორისტული შეტევების გამოსაძიებლად და პაკისტანური რადიკალური ჯგუფების დასადგენად.

თავად ბაშირმა შეხვედრის დაწყებამდე კი განაცხადა:

ბაშირის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი სადავო ტეროტორსიის - ქაშმირის პრობლემის გადაწყვეტაა. ასევე უნდა გადაიჭრას სადავო წყლის რესურსების საკითხიც.


XS
SM
MD
LG