ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება


შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ განიხილა საქმე რომელიც კალიფორნიაში არსებულ ჯგუფს ეხებოდა. აღნიშნულ ჯგუფს თურქეთში ქურთისტანის მუშათა პარტიისა და შრი ლანკაში თამილის ვეფხვების მხარდაჭერა სურდა.

ორივე ჯგუფი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის სიაში შედის. აქედან გამომდინარე, ამერიკის კანონმდებლობა კრძალავს ჯგუფებისთვის ნებისმიერი სახის დახმარების მიწოდებას, იქნება ეს ფინანსური, მატერიალური თუ ტექნიკური.

ჯგუფები, რომლებიც მატერიალური დახმარების შესახებ კანონმდებლობას აკრიტიკებენ ამბობენ, რომ მსგავსი დახმარების აკრძალვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია. მათი აზრით, ჯგუფებს არ უნდა ეკრძალებოდეთ ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტის გადაწყვეტასა და მშვიდობიანი მეთოდებითმოქმედებაზე დაყოლიების საუბარი.

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი დეივიდ კოლი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს:

„კონსტიტუციის თანახმად, მთავრობას არ აქვს უფლება ხალხს აუკრძალოს მშვიდობიანი ხასიათის საუბრების წარმოება.“

პროფესორი კოლის თქმით, მატერიალური დახმარების ორგანიზაციების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ დახმარების შესახებ კანონი გაურკვეველი და დამაბნეველია.

„ადამიანს უფლება აქვს გახდეს ორგანიზაციის წევრი. მთავრობა ასევე იძლევა იმის უფლებას, რომ ჯგუფთან გამართო საუბრები. მაგრამ ჯგუფთან კოორდინირებული დიალოგის გამართვის შემთხვევაში, შეიძლება 15 წლით აღგეკვეთოთ თავისუფლება,“ აცხადებს პროფესორი.

კონფლიქტების გადაყვეტისა და სამშვიდობო ინიციატივების ჯგუფები აცხადებენ რომ კანონი მატერიალური დახმარების შესახებ მათ საქმის გაკეთებაში ხელს უშლის.

ჯეფ სეული მშვიდობის აპელაციის ფონდის წარმომადგენელია, რომელიც 1990-ან წლებში რამენიმე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატის ინიციატივით შეიქმნა.

მისი თქმით: „ჩვენი აზრით დემოკრატიის საფუძველი დიალოგია და ამ იდეამ შეიძლება კარგად იმუშავოს. ჩვენ კონფლიქტის დროს ძალადობის გამოყენებაში არც ერთ მხარეს ვეთანხმებით. და სწორედ ეს გვაშინებს, რომ ამიდ გამო შეიძლება გაგვასამართლონ.“

ობამას ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოს სთხოვს რომ არ შეცვალოს კანონი მატერიალური მხარდაჭერის შესახებ. ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ეს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფქტური საშუალებაა.

გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერის თქმით: „ჩვენ ვებრძვით ძალიან საშიშ, ჭკვიან და მოქნილ მტერს და სწორედ ამიტომ, ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ომი მოვიგოთ.“

ანტონი ბარკო ყოფილი ფედერალური მოსამართლეა, რომელიც ახლა ნიუ იორკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს. მისი აზრით, ამერიკის კანონმდებლოაში უამრავი დამცავი საშუალებას არსებობს იმისთვის, რომ მატერიალური დახმარების ორგანიზაციები უსამართლოდ არ დაისაჯონ. მისივე თქმით, კანონი უნდა შევინარჩუნოთ როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი იურიდიული საშუალება.

ბატონი ბარკოს განცხადებით: „დახმარების ჯგუფების საქმიანობა შეიძლება სხვა მექანიზმებით შემოწმდეს. ამით თავიდან ავიცილებთ სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ან დააკნინოს ეროვნული უშიშროების მხრივ ამ ძალზედ მნიშვნელოვანი კანონის ძალა.“

ამ საქმის განხილვის დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ადვოკატებს აგრესიული კითხვები დაუსვეს. ცხრა მოსამართლიდან ერთ-ერთმა, ანტონი კენედიმ, განაცხადა, რომ ეს საქმე მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ბატონი კენედი სიტყვის თავისუფლების აქტიური დამცველია და ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მოსამართლეების შეხედულება თანაბრადაა გაყოფილი, სწორედ მის ხმას აქვს ხოლმე გადამწყვეტი მნიშვნელობა.

უზენაესი სასამართლო აღნიშნულ საქმეზე დგადაწყვეტილებას ივნისის ბოლომდე მიიღებს.


XS
SM
MD
LG