ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი მდგომარეობის ესკალაციით იმუქრება


აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებით დაიმუქრა, თუკი მრავალმხრივი მოლაპარაკებები, რომლებმაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დაარეგულიროს, შედეგებს არ გამოიღებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საფარ აბიევმა განაცხადა, რომ 15 წლიანმა დიპლომატიამ სომხეთთან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. სამინისტროს განცხადებაში ასევე კეთდება გაფრთხილება, რომ სომხეთთან ფართემაშტაბიანი ომი შეიძლება დაიწყოს, თუ ეს უკანასკნელი არ დატოვებს აღნიშნულ ტერიტორიას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ოფიციალური ბაქოს განცხადებით მთიანი ყარაბაღის ახლოს 2 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა სომეხი სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად.

XS
SM
MD
LG